ხუნალიჟი (აფხ. Хәыналыжь[1]) — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

გადმოცემის თანახმად, იგი აფხაზეთში ქალმა შეიტანა, რომელსაც ხუნა ერქვა. მოგვიანებით ხალხს ვაზისთვის გამავრცელებლის სახელი დაურქმევია.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი მცირე ზომისაა, მომრგვალო, თითქმის მთლიანი, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს ძარღვები დაფარულია თხელი ქეჩისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საკმაოდ კუმსი. მარცვალი მცირე ზომისაა, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო ფერის, თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანი და მდნარი აქვს.

ხუნალიჟი სრულ სიმწიფეში აგვისტოს ბოლოს შედის. ვაზი საშუალო ზრდისა და მცირემოსავლიანია.

მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 529
  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015