ხულუტი
ხულუტი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ციხე-დარბაზი, მდ. ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში. აგებულია XVIII საუკუნის I მესამედში. შედგება 2 ნაწილისაგან. ორივეში ჩაყოლებულია თითო, გალავანში კი — 5 კოშკი. თითოეული მათგანი უპირველეს ყოვლისა საცხოვრებელი დანიშნულებისაა, შემდეგ კი — საბრძოლო. ჩრდილოეთ-დასავლეთის კოშკი ფუნქციით კოშკისებრი სასახლეა, მას მთელ სიმაღლეზე შუაზე ჰყოფს კედელი, რომელშიც საფეხურებია მოწყობილი. ერთი მხარე 6-სართულიანია, მეორე — 7-სართულიანი. ბოლო სართულები გამიზნულია საბრძოლოდ, დანარჩენი - საცხოვრებლად. მთელი ციხე ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 514.