ხრისტიან დე ვეტა (ფრანგ. Christiaan Rudolf de Wet ; დ. 7 ოქტომბერი, 1854, ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო — გ. 5 თებერვალი, 1922, დევეტსდორფი) — სამხრეთ აფრიკელი პოლიტიკოსი, გენერალი ბურების მეორე ომში.

ხრისტიან დე ვეტა
დაბადების თარიღი 7 ოქტომბერი, 1854[1] [2]
დაბადების ადგილი Smithfield
გარდაცვალების თარიღი 3 თებერვალი, 1922[1] [2]
გარდაცვალების ადგილი Dewetsdorp
წოდება გენერალი[3]
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დე ვეტა წარმოშობით იყო ჰუგენოტების ოჯახიდან. 1889–1898 წლებში იყო ორანჟის თავისუფალი სახელმწიფოს პარლამენტის წევრი. ბურების მეორე ომის დასაწყისში იგი არნოლდ კრონიეს დანაყოფში კომენდანტის ასისტენტად დანიშნეს. 1900 წელს ბრიტანელების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისა და გამჭრიახობისათვის იგი ორანჟის არმიის მეთაური ხდება. 1900 წლის 24 ნოემბერს ერთ-ერთ ბრძოლაში მან ტყვედ ჩაიგდო 450 ბრიტანელი. 1901 წლის 25 დეკემბერს მან ხელში ჩაიგდო ბრიტანელთა ბანაკი. ხრისტიანის ძმა პიტერ დე ვეტა ასევე ბურების გენერალი იყო, მაგრამ ერთ-ერთ ბრძოლაში ტყვედჩავარდნილი მოგვიანებით ბრიტანელებს შეუერთდა და იბრძოდა თავისი ძმის წინააღმდეგ. მიუხედავად ხრისტიანის წარმატებებისა 1902 წლის 11 მაისს იგი იძულებული გახდა იაკობ დე ლა რეისა და ლუი ბოტასთან ერთად ევროპულ ემიგრაციაში წასულიყო. 1907 წელს ხრისტიან დე ვეტა დაბრუნდა სამშობლოში და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი დაიკავა. პირველ მსოფლიო ომში იგი ცდილობდა მოეწყო გერმანელების მხარდასაჭერად აჯანყება. ამის გამო იგი 1914 წელს მთავრობამ 6 წლით დააპატიმრა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Der Kampf zwischen Bur und Brite – Der dreijährige Krieg. (Leipzig, 1902)
  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  3. Czech National Authority Database