ხოსე მადრისი
ხოსე მადრის როდრიგესი (ესპ. José Madriz; დ. 21 ივლისი, 1967, ლეონი — გ. 14 მაისი, 1911, მეხიკო მექსიკა) — ნიკარაგუელი პოლიტიკოსი და ნიკარაგუის 27-ე პრეზიდენტი ლიბერალური პარტიიდან.
ხოსე მადრისი | |
ნიკარაგუის 27-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 დეკემბერი, 1909 – 20 აგვისტო, 1910 | |
წინამორბედი | ხუან პაბლო რეიესი |
მემკვიდრე | ხოსე დოლორეს ესტრადა |
დაბადებული | 21 ივლისი, 1967 ლეონი |
გარდაცვლილი | 14 მაისი, 1911 მეხიკო, მექსიკა |
მოქალაქეობა | ნიკარაგუა |
ეროვნება | ნიკარაგუელი |
პოლიტიკური პარტია | ლიბერალური პარტია |
როცა 1909 წელს პრეზიდენტი ხოსე სანტოს სელაია გადადგა მადრისმა იტვირთა პრეზიდენტობა. მას ძალა არ დაუშურებია საკუთარი ხელისუფლება გაემყარებინა და შეწინააღმდეგებოდა აჯანყებულებს. ამბოხს შეერთებული შტატებიც უჭერდა მხარს. გამოუვალ მდგომარეობას ქმნიდა ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეჭრილი იყო ნიკარაგუის ტერიტორიაზე. ხოსე მადრისი იძულებული გახდა 1910 წლის აგვისტოში დაეტოვებინა ნიკარაგუა. იგი გარდაიცვალა მეხიკოში, 1911 წლის 14 მაისს.
1936 წელს ახლად შექმნილ დეპარტამენტს მადრისის სახელი დაარქვეს.