ხოსე-მანუელ-პანდოს პროვინცია
ხოსე-მანუელ-პანდოს პროვინცია — პროვინცია ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტში. დედაქალაქია სანტიაგო-დე-მაჩაკა. სახელი ეწოდა ხოსე მანუელ პანდოს (1848-1917) პატივსაცემად, რომელიც 1899-1904 წლებში ბოლივიის პრეზიდენტი იყო.
პროვინცია | |||
---|---|---|---|
ხოსე-მანუელ-პანდოს პროვინცია Provincia de José Manuel Pando | |||
| |||
ქვეყანა | ბოლივია | ||
კოორდინატები | 17°10′00″ ს. გ. 69°20′00″ დ. გ. / 17.16667° ს. გ. 69.33333° დ. გ. | ||
ფართობი | 1 976 კმ² | ||
სალაპარაკო ენები | ესპანური, აიმარა, კეჩუა | ||
მოსახლეობა | 8 045[1] კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 | ||
ოფიციალური საიტი | https://archive.is/20121231110322/http://www.gobernacionlapaz.gob.bo/index.php/conoce/la-paz/estructura/estructura-fisica/280-provincia-jose-manuel-pando-.html | ||
მდებარეობს ბოლივიის ალტიპლანოს დასავლეთ ნაწილში, ტიტიკაკას ტბის სამხრეთით, დასავლეთით ესაზღვრება პერუ. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 50 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ასევე 50 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 1976 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობა
რედაქტირებაბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა თითქმის გაორმაგდა.
- 80.6% ლაპარაკობს ესპანურად, 90.0% აიმარაზე და 0.2% კეჩუაზე (2001).
- 91.5% წერა-კითხვის მცოდნეა.
- მოსახლეობის 91.5%-ს არ აქვს ელექტროენერგია.
- მორწმუნეთა 62.2% კათოლიკეა, 32.2% პროტესტანტი (1992).
დაყოფა
რედაქტირებაპროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Map of the José Manuel Pando Province დაარქივებული 2009-04-18 საიტზე Wayback Machine.