ხოსეპ ლუის ნუნიესი
ხოსეპ ლუის ნუნიეს კლემენტე (ესპ. Josép Luis Núñez Clemente; დ. 7 სექტემბერი, 1931, ბარაკალდო, ესპანეთი — გ. 3 დეკემბერი, 2018, ბარსელონა, ესპანეთი) — „ს.კ ბარსელონის“ პრეზიდენტი 1978-2000 წლებში. მისი მთავარი მიზანი იყო „ბარსელონა“ გამხდარიყო ფინანსურად სტაბილური მსოფლიო დონის კლუბი. ფლობდა სამშენებლო კომპანიას და სასტუმროების ქსელს.
ხოსეპ ლუის ნუნიესი | |
„ბარსელონის“ 35-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ივლისი, 1978 – 23 ივლისი, 2000 | |
წინამორბედი | რაიმონ კარასკო |
მემკვიდრე | ხოან გასპარი |
დაბადებული | 7 სექტემბერი, 1931 ბარაკალდო, ესპანეთი |
გარდაცვლილი | 3 დეკემბერი, 2018 (87 წლის) ბარსელონა, ესპანეთი |
მოქალაქეობა | ესპანეთი |
პროფესია | ინჟინერი |
პრეზიდენტობა
რედაქტირებანუნიესის პრეზიდენტობის პერიოდში კლუბის სხვადასხვა სპორტული სახეობის გუნდებმა 176 ტიტულის მოგება შეძლეს - 30 ფეხბურთში, 36 კალათბურთში, 65 ხელბურთში და 45 როლერ ჰოკეიში. 1999 წელს ოთხივე სპორტის სახეობაში „ბარსელონას“ გუნდმა ესპანეთის ჩემპიონობა მოიპოვა, ასევე საფეხბურთო გუნდმა 1992 წელს შეძლო ჩემპიონთა თასის მოგება, რაც ისტორიაში პირველი იყო.
მისი პრეზიდენტობის დროს „ბარსელონაში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. კამპ ნოუზე გაიზარდა ტევადობა, ასევე გაიზარდა ფან-კლუბების რაოდენობა 96-დან 1 300-მდე (პირველად გაიხსნა ესპანეთის ფარგლებს გარეთ), მნიშვნელოვნად მოიმატა კლუბის ბიუჯეტმა. 1982 წელს აშენდა მინი ესტადი („ბარსელონა ბ“-ს საშინარო არენა), 1984 წელს გაიხსნა კლუბის მუზეუმი, შეძენილ იქნა მიწა ჟოან გამპერის სახელობის სიუდად დეპორტივას საწვრთნელი ბაზის ასაშენებლად, ასევე გაიხსნა ლა მასია („ბარსელონას“ ახალგაზრდული აკადემია).
ოცნების გუნდი
რედაქტირება1988 წელს კლუბში ატეხილი სკანდალის შემდეგ (რასაც გუნდის მთელი შემადგენლობის დათხოვნა მოჰყვა, გარდა ანდონი სუბისარეტასი) ნუნიესის მოწვევით „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი გახდა ლეგენდარული იოჰან კრუიფი. მან ისეთ ნიჭიერ ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიცაა ხოსეპ გვარდიოლა, ხრისტო სტოიჩკოვი, რონალდ კუმანი, რომარიო, მიკაელ ლაუდრუპი და გეორგე ჰაჯი, შეკრა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელსაც ფანებმა „ოცნების გუნდი“ შეარქვეს. კრუიფის გუნდმა 1992 წელს შეძლო „ბარსელონას“ ისტორიაში პირველი ჩემპიონთა თასის მოგება. 1996 წელს ხოსეპ ლუის ნუნიესს უთანხმოება მოუვიდა კრუიფთან, რის გამოც ჰოლანდიელს გუნდის დატოვება მოუწია.
ნუნიესი თანამდებობიდან 2000 წლის 23 ივლისს გადადგა, რითაც კლუბში 22 წლიანი მოღვაწეობა დაასრულა. გარდაიცვალა 2018 წლის 3 დეკემბერს, ბარსელონაში, 87 წლის ასაკში.
პრეზიდენტობის პერიოდში კლუბის მიერ მოგებული ტიტულები
რედაქტირება- ლა ლიგა (7)
- 1984–85, 1990–91, 1991–92, 1992–93, 1993–94, 1997–98 და 1998–99
- კოპა დელ რეი (6)
- 1980–81, 1982–83, 1987–88, 1989–90, 1996–97 და 1997–98
- ლა ლიგის თასი (2)
- 1983 და 1986
- ესპანეთის სუპერთასი (5)
- 1983, 1991, 1992, 1994 და 1996
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (1)
- 1991–92
- უეფა-ს თასების მფლობელთა თასი (4)
- 1978–79, 1981–82, 1988–89 და 1996–97
- უეფა-ს სუპერთასი (2)
- 1992 და 1997
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ხოსეპ ლუის ნუნიესი - fcbarcelona.com დაარქივებული 2012-07-22 საიტზე Wayback Machine.