ხორვატული ნაგაზი (ხორ. Hrvatski ovčar) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ხორვატიაში XIX საუკუნეში.

ხორვატული ნაგაზი
წარმოშობის ქვეყანა ხორვატია
თვისებები
წონა 13-16 კგ.
სიმაღლე 40-51 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ეს ძაღლი, რომელსაც ჩრდილოეთ ხორვატიაში, ბაკისა და ბარანიის მხარეში, უნგრეთის საზღვრის მახლობლად ნაგაზივით იყენებდნენ, მუდის მსგავსად არ შექმნილა მიმართული გადარჩევის გზით. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჯიში გაჩნდა ჩრდილოეთ ხორვატიაში ადგილობრივი მეცხვარე ძაღლების შეჯვარების შედეგად, რომლებიც, თავის მხრივ იყვნენ ამ რაიონში ბალკანეთიდან, ან საბერძნეთიდან და თურქეთიდან მოხვედრილი ძაღლების შთამომავლები. ხორვატული ნაგაზი შედარებით ხშირად გვხვდება ხორვატიაში და უფრო დიდია, ვიდრე მისი უნგრული ორეული მუდი.

მუდისგან განსხვავებით, რომლის ბალნის შეფერილობა მრავალნაირია, ხორვატული ნაგაზი ყოველთვის შავია, თუმცა შეიძლება ჰქონდეს თეთრი თათები. ხორვატული ნაგაზი საზრიანი ძაღლია - კარგი მონადირე და მოდარაჯე. კარგად აქვს განვითარებული მმწყემსის ინსტინქტი. ფრთხილად ექცევა უცობებს. ადრეულ ასაკში კარგად იწვრთნება და დამჯერი ხდება. ხორვატული ნაგაზი ძნელად ეგუება სხვა ძაღლებს და ბავშვებს, ასევე, ვერ ეგუება ქალაქის პირობებს. ძნელად იწვრთნება, კარგად უძლებს სიცივეს. აქვს შედარებით გრძელი თავი და ვიწრო დრუნჩი. სამკუთხა დაცქვეტილი ყურები. ბალანი ხშირი, რბილი, დატალღულია, ჩვეულებრივ მისი სიგრძე 8-13 სმ-ს აღწევს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება