ხოლმოგორული ბატი
ხოლმოგორული ბატი — ბატის ჯიში, რომელიც გამოყვანილია XIX საუკუნეში რუსეთის ცენტრალური შავმიწების ზონაში ადგილობრივი ბატების შეჯვარებით ჩინურ ბატებთან. ხოლმოგორული ბატი ტანით დიდი და მასიურია. შებუმბვლილია თეთრად ან ნაცრისფრად. მამლის მასაა 8-9 კგ, დედლისა — 6-7 კგ. კვერცხმდებლობა — 25-40 კვერცხი წელიწადში. მისი მასა 140-200 გ-ია. ხოლმოგორულ ბატს იყენებენ სხვა ჯიშებთან შესაჯვარებლადაც. გავრცელებულია ვორონეჟის, კურსკისა და მათ მომიჯნავე ოლქებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ანთაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 494.