ხოვლის საკულტო ნაგებობა
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ხოვლის საკულტო ნაგებობა — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, ხოვლეგორას სამხრეთ-დასავლეთით, 500-600 მეტრზე, ადგილ დუბეში. თიხით შელესილი ძელური ნაგებობა, რომელიც ამჟამად დამწვარია, თარიღდება ძვ. წ. II, ახ. წ. I საუკუნით. ნაცროვან-ნახშიროვან ფენაში აღმოჩნდა უწესრიგოდ არეული ნივთები: ვერცხლის ორი თხელი ფირფიტა, ბრინჯაოს ზარაკები, ვერცხლისა და ბრინჯაოს საკიდები და მძივები. ვერცხლის ერთი ფირფიტა ხარის თავის სტილიზებულ გამოსახულებას ჰგავს. მას ცენტრში ორი მანჭვალი აქვს. მეორე ფირფიტა ცხოველის მოხრილი კიდურისმაგვარია, აქვს წერტილოვანი სარტყელო და სამანჭვლე ნახვრეტი. აღმოჩენილი ნივთები უნდა უკავშირდებოდეს რელიგიურ-რიტუალურ დროშას.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვეტაძე ჯ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 222.