ხმელეთის ნახევარსფერო
ხმელეთის ნახევარსფერო (ინგლისურენოვან ლიტერატურაში: ხმელეთის ჰემისფერო) — დედამიწის ნახევარსფერო, რომელიც წარმოდგენილია დედამიწის უმსხვილესი ხმელეთის მონაკვეთებით. ვრცელდება 47°24′42″N 2°37′15″W / 47.411667° ჩ. გ. 2.620833° დ. გ. (სენ-ნაზერის სიახლოვეს საფრანგეთი)[1][2] ან 47°13′ ჩ. გ. 1°32′ დ. გ. / 47.217° ჩ. გ. 1.533° დ. გ. (ნანტის სიახლოვეს, საფრანგეთი).[3] დედამიწის სხვა ნახევარსფეროს წყლის ნახევარსფერო ეწოდება. ხმელეთის ნახევარსფერო მოიცავს მთლიანად ევროპის, აფრიკის, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტებს, თითქმის მთელ აზიას და სამხრეთ ამერიკის ნაწილს. ევროპა მდებარეობს ხმელეთის ნახევარსფეროს ცენტრალურ ნაწილში. ამასთანავე ხმელეთის ნახევარსფეროში არსებული ოკეანე, თუმცა უმნიშვნელოდ, ჭარბობს ხმელეთის ფართობს. წყალზე მოდის 53%, ხოლო ხმელეთზე 47%.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Berget, Alphonse (1913). „Répartition géographique des Océans (détermination du pôle continental)“. 10 (french). V. Annales de l'Institut océanographique. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ (ფრანგული) L’île Dumet : le nombril du monde დაარქივებული 2013-11-10 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Boggs, Samuel Whittemore (December, 1945). „This Hemisphere“. Journal of Geography. 44 (9): 345–355. doi:10.1080/00221344508986498. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)