ხიხვი ლოლაძისქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ხიხვის კლონი №430

გამოვლენილია 1937 წელს კახეთში სელექციონერ ვასილ ლოლაძის მიერ. ამჟამად შესწავლილი და გამრავლებულია.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო ან თირკმლისებური ფორმის, სუსტად ან საშუალოდ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრ-აბლაბუდისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ფორმის, ფრთიანი. თხელია, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო, განათებულ მხარეზე ნამზეური ლაქებით.

ლოლაძის ხიხვი სრულ სიმწიფეში სექტემბრის შუა რიცხვებში შედის. ვაზი საშუალო ზრდისაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22-29%-ს, ხოლო მჟავიანობა — 3-8 გ/ლ-ს.

გამოსადეგია სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 522