ხიხვაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.

უძველესი დროიდან რაჭაში ნარგავების სახით ყოფილა გავრცელებული. ამჟამად მინარევის სახითაა სოფელ ხვანჭკარაში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან პატარა ზომისაა, ოდნავ ოვალური, თითქმის მრგვალი, ხუთ-სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე თხელი აბლაბუდისებრი შებუსვითაა დაფარული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი პატარა ზომისაა, ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი, ძლიერ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. მომწვანო, იშვიათად მოყვითალო ელფერის. კანი თხელი აქვს, საკმაოდ მკვრივი, ცვილისებრი ფიფქით სუსტად დაფარული. რბილობი საკმაოდ წვნიანია.

ხიხვა საშუალო ზრდისა და მცირემოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 155-160 დღეა. ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 75 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 4.0-4.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-8 გ/ლ-ს.

მიიღება მსუბუქი, ხალისიანი და სასიამოვნო სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 519