ხის ეკლესია
არქიტექტურული ძეგლი სენაკში
ხის ეკლესია — XIX საუკუნის ხის ეკლესიის არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სამეგრელო ზემო–სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის ტერიტორიაზე, სენაკი–ჩხოროწყუს ავტომაგისტრალზე მარჯვნივ მდებარე სასაფლაოზე. ნაშენია ხის მასალით, დგას რკინა–ბეტონის კონსტრუქციაზე. წარმოადგენს შვერილ აფსიდიან გუმბათოვან ეკლესიას, რომელზეც დასავლეთით თაღებით გახსნილი ფანჩატურიანი გუმბათოვანი სამრეკლოა მიშენებული. ეკლესიის გუმბათები რკინა–ბეტონის კონსტრუქციაზეა აღმართული. მისი ფორმა კვადრატული ფორმისაა, გადახურვა თუნუქის სახურავითაა. შესასვლელი გააჩნია სამხრეთით, დასვლეთით და ჩრდილოეთით. მიმდინარეობს შიდა ინტერიერის რესტავრაცია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5198