ხირსული შავი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ნაპოვნია 1960 წელს ვაზის გაველურებულ ნარგავებს შორის სიღნაღის რაიონში, სოფელ ხირსას მახლობლად.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსია. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი ფერის. მტევნის წონა 220 გრამია.

ხირსული შავი საგვიანო პერიოდის ვაზია, უხვმოსავლიანი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 518