ხირდალანი (აზერ. Xırdalan) — ქალაქი აზერბაიჯანში და აფშერონის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს აფშერონის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, ბაქოდან ჩრდილო–დასავლეთით 5 კილომეტრში.[2]

დასახლებული პუნქტი
ხირდალანი
აზერ. Xırdalan
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
კოორდინატები 40°26′55″ ჩ. გ. 49°45′23″ ა. გ. / 40.44861° ჩ. გ. 49.75639° ა. გ. / 40.44861; 49.75639
ფართობი 47 კმ²
ცენტრის სიმაღლე 50±1 მეტრი
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული ენა
მოსახლეობა 100 900 (2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი 12
საფოსტო ინდექსი AZ0100
ოფიციალური საიტი http://absheron-ih.gov.az/az
ხირდალანი — აზერბაიჯანი
ხირდალანი

ისტორია რედაქტირება

ხირდალანი მე –20 საუკუნის დასაწყისში ატარებდა სოფლის სტატუსს. 1936 წელს მან მიიღო ქალაქის ტიპის დასახლების სტატუსი, შემდეგ კი აზერბაიჯანის სსრ-ს გადაწყვეტილებით გახდა რაიონის საოლქო ცენტრი.[3]

2006 წლის 2 ოქტომბერს აზერბაიჯანის პარლამენტმა გადაწყვიტა მხარი დაეჭირა ხირდალანისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას, ხოლო 30 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რაც ქალაქის სტატუსის მინიჭებას ეხებოდა.[4].

გეოგრაფია რედაქტირება

ქალაქი ხირდალანი მდებარეობს აბშერონის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ბაქოსა და ქალაქ სუმგაითს შორის, ზღვის დონიდან 71 მეტრის სიმაღლეზე. ქალაქის სეისმური აქტივობა 8 ქულას შეადგენს.[2]

რეგიონში ძირითადად გვხვდება თბილი ზომიერი ნახევრად უდაბნო და მშრალი სტეპური კლიმატი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 13,1 გრადუსია, თვიური მაქსიმალური საშუალო ტემპერატურა 24,6, ხოლო საშუალო მინიმალური ტემპერატურა კი 2,4 გრადუსია. ტენიანობა 76%-ია, წლიური ნალექი 163 მმ-ს შეადგენს. ქარის ძირითადი მიმართულებებია: ჩრდილოეთი, ჩრდილო–დასავლეთი, სამხრეთი და სამხრეთ–დასავლეთი. ქარის საშუალო სიჩქარე წამში 6,8 მეტრის ტოლია.[2]

ტექნიკური და ეკონომიკური მაჩვენებლები რედაქტირება

ქალაქი ხირდალანის მთავარი გეგმა, რომელიც 2011 წელს მომზადდა და განხორციელება 2030 წლამდე იყო გათვლილი, დამტკიცდა 2013 წლის 8 აპრილს. ქალაქის საერთო ფართობი, ამ გეგმის თანახმად, უნდა შეადგენდეს 1702 ჰექტარს.

ქალაქში არის 20 სამრეწველო საწარმო, სადაც მუშათა მთლიანი რაოდენობა 1698 ადამიანია. საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აღსანიშნავია საბავშვო ბაღები და სკოლები, რომლებშიც, შესაბამისად, სწავლობს 920 და 7 304 ბავშვი. ჯანდაცვის სისტემაში შედის საავადმყოფოები, რომლებიც გათვლილია დღეში 575 ვიზიტორზე.

ქალაქის წყალმომარაგება უზრუნველყოფილია ჯეირანბანის წყალსაცავის, რომელიც მდებარეობს სოფელ მასაზირთან ახლოს. კანალიზაციის სისტემის ძირითადი ობიექტებია: საკანალიზაციო სატუმბი სადგური, კანალიზაციის შემგროვებელი და სიმძიმის კანალიზაციის ხაზები.

ელექტრო ენერგიის ძირითადი წყარო ხირდალანის და ალიგას სადგურებია. ქალაქში დღესდღეობით არ არის ცენტრალური გათბობის სისტემა. გაზმომარაგებით სარგებლობს სოფელი მასაზირი და 71 ბენზინგასამართ სადგურზე.[2]

გალერეა რედაქტირება

ხირდალანის სხვადასხვა ხედები:

სქოლიო რედაქტირება

  1. http://pop-stat.mashke.org/azerbaijan-cities.htm
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Xırdalan şəhərinin baş planının əsas texniki - iqtisadi göstəriciləri (Pasportu) დაარქივებული 2014-08-27 საიტზე Wayback Machine. (აზერბაიჯანული)
  3. Азербайджанская ССР. Административно-территориальное деление на 1 января 1977 года. Четвертое издание. Б., Азернешр, 1979.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-27. ციტირების თარიღი: 2019-10-24.
  4. „Хырдалан стал городом“ (რუსული). Day.Az. 01 Декабря 2006. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)