ხინისლი
ხინისლი (აზერ. Xınıslı) — ძველი დასახლებისა და სასაფლაოს ნანგრევები, რომლებიც განლაგებულია აზერბაიჯანის ქალაქ შემახიდან ჩრდილო-დასავლეთით 1-1,5 კილომეტრიის დაშორებით.[1]
1958 წლის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა მატერიალური კულტურის უამრავი ნიმუში, მონეტების განძი (იხილეთ “ხინისლის განძი“ ) და სხვა. დასახლება სხვადასხვა პოლიტიკური თუ ბუნებრივი გავლენების შედეგად არაერთხელ იცვლიდა თავის ადგილსამყოფელს. კულტურული ფენა მიეკუთვნება მტკვარ-არაქსის კულტურას. თიხის ჭურჭელი, ქვისა და ძვლების იარღები, მოწმობენ იმას, რომ აქ რკინის ხანაში განლაგებული იყო განვითარებული და საკმაოდ მრავალრიცხვოვანი დასახლება.[1]
ჩვ.წ. VI—V საუკუნეებში ხინისლი გადაიქცა მსხვილ დასახლებულ პუნქტად, ჩვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში ჩამოყალიბდა ქალაქად. აღმოჩენილი საძირკვლები და კოლონები მიგვანიშნებენ, რომ ხინისლიში არსებობდა დიდი ზომის შენობები. ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ქალაქი სრულად იქნა განადგურებული. ფერწერული კერამიკა, შუშის ნაკეთობები გვაუწყებს იმას, რომ ქალაქში განვითარებული იყო ხელოსნობა, ხოლო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და რომის იმპერიიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი მოსართავები, შუშის ნაკეთობები და სხვა სახის ნაკეთობები მეტყველებენ იმაზე, რომ ხინისლიში განვითარებული იყო ვაჭრობა და ამ ქალაქს გააჩნდა სხვადასხვა სახის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები.[1]
VI საუკუნეში ჩრდილოეთით სასანიდთა ლაშქრობების დროს ხინისლი დანგრეულ იქნა. სასაფლაოზე შესწავლილ იქნა უამრავი ქვის საფლავი, ნაპოვნი იქნა უამრავი სასანიდური მონეტა, ბეჭდები, შუშის, თიხის ჭურჭელი და სხვა. ხინისლი დასახლებული იყო არაბთა ბატონობამდე . ხინისლის მატერიალური კულტურა შეესაბამება ბერძენი გეოგრაფის ფტოლემეს და კავკასიის ალბანეთის დასახლების კემახას ან მემახიას[1] ხანას.