ხვთისო გოგოჭური
ხვთისო გოგოჭური (დ. 1941, თეთრიწყლები, თელავის რაიონი — გ. 1997) — ქართველი მკვლევარი, ფილოსოფოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირებახვთისო გოგოჭური დაიბადა 1941 წელს თელავში, თეთრიწყლებში. 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით, ამავე წელს ჩაირიცხა ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, ხოლო 1977 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მისი კვლევა-ძიების სფერო გახლდათ ფილოსოფიური ცოდნის თავისებურება, რელიგიური ფილოსოფიის პრობლემები, ფილოსოფიისა და რელიგიის, ფილოსოფიისა და ხელოვნების ურთიერთმიმართება. მის გამოკვლევებში ამ კუთხით გაშუქებული იყო ფილოსოფიური ცოდნის თავისებურება და მისი მიმართება სპეციალურ-მეცნიერულ ცოდნასთან, მხატვრულ შემოქმედებასა და რელიგიურ რწმენასთან. მან სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა რუსი ფილოსოფოსიის ნ. ბერდიაევის შემოქმედებას.
ბიბლიოფრაფია
რედაქტირება- რა არის ფილოსოფია? თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1996, გვ. 64
- ფილოსოფიური ცოდნის სპეციფიკის რელიგიურ-ეზგისტენციალური გაგების მარქსისტული კრიტიკისათვის : ნ.ა. ბერდიაევის ფილოსოფიის მაგალითზე, თბილისი, მეცნიერება, 1980, გვ. 124
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით, ბათუმი, 2004, გვ. 56