ხე და სახლი
„ხე და სახლი“ (იტალ. Albero e casa) — იტალიელი მხატვრის, ამედეო მოდილიანის ნახატი, შესრულებული 1919 წელს. სურათი შეიქმნა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. იგი პარიზის კერძო კოლექციის ნაწილია. მოდილიანის „ხე და სახლი“ იმ მცირერიცხოვან ნამუშევართა შორისაა, სადაც პორტრეტის ნაცვლად ლანდშაფტია წარმოდგენილი.
ხე და სახლი | |
---|---|
Albero e casa | |
ავტორი | ამედეო მოდილიანი |
წელი | 1919 |
კატალოგი | 290 |
ტიპი | ზეთით ფერწერა |
სიმაღლე | 55 |
სიგანე | 46 |
ქალაქი | პარიზი |
მუზეუმი | პარიზის კერძო კოლექცია |