ხესუს გამეს დუარტე (დ. 10 აპრილი, 1985) — ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს მარჯვენა მცველი პოზიციაზე.

ხესუს გამესი
Jesús Gámez.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხესუს გამეს დუარტე
დაბადების
თარიღი
10 აპრილი, 1985 (1985-04-10) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
ფუენხიროლა, ესპანეთი
სიმაღლე 1.82
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ნიუკასლ იუნაიტედი
ნომერი 27
ახალგაზრდული კარიერა
1997–2000 ფუენხიროლა
2000–2004 მალაგა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004–2006 მალაგა B 40 (1)
2005–2014 მალაგა 266 (1)
2014–2016 ატლეტიკო მადრიდი 24 (0)
2016–2018 ნიუკასლ იუნაიტედი 7 (0)
ეროვნული ნაკრები
2005 ესპანეთი 23 წლ. 4 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 2 თებერვალი, 2018

ხესუსმა კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა ესპანურ კლუბ „მალაგაში“, რომელსაც შეუერთდა 2005 წელს და კლუბის შემადგენლობაში 293 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

საკლუბო კარიერარედაქტირება

გამესმა პროფესიონალური კარიერა დაიწყო „მალაგას“ B გუნდში 2003/04 წლების სეზონში მეორე დივიზიონში და დაეხმარა გუნდს სამი სეზონის განმავლობაში გათამაშებაში ადგილის შენარჩუნებაში. 2005/06 წლების სეზონში ის დააწინაურეს პირველ გუნდში. მისი დებიუტი შედგა 2005 წლის 27 ნოემბერს „ხეტაფესთან“ მატჩში, სადაც მან ითამაშა ხუთი წუთი, მისმა კლუბმა კი წააგო 2-3. იმ სეზონში ორივე გუნდი გავარდა ჩემპიონატებიდან.

შემდეგ სეზონში გამესი იყო კლუბის შეუცვლელი მოთამაშე. 2007/08 წლების სეზონში მან კლუბის მაისურით 35 მატჩი ჩაატარა და დაეხმარა კლუბს პრიმერადივიზიონში გადასვლაში ორწლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ.

2011 წლის ზაფხულიდან ის გახდა მალაგას კაპიტანი. 2012 წლის 29 იანვარს მან კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა მე-200 მატჩი „სევილიას“ წინააღმდეგ.[1]

2014 წელს გამესმა დატოვა „მალაგა“ და სამ წლიანი კონტრაქტი გააფორმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“.[2] 2016 წლის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ გამესი შეუერთდა ინგლისურ კლუბ „ნიუკასლ იუნაიტედს“[3]

სტატისტიკარედაქტირება

კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ევროთასი ესპანეთის სუპერთასი ნაკრები ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
მალაგა B 2003/04 2 0 - - - - - - - - 2 0
2004/05 22 1 - - - - - - - - 22 1
2005/06 16 0 - - - - - - - - 16 0
მალაგა 2005/06 15 0 0 0 - - - - - - 15 0
2006/07 38 1 3 0 - - - - - - 41 1
2007/08 35 0 1 0 - - - - - - 36 0
2008/09 35 0 0 0 - - - - - - 35 0
2009/10 32 0 4 0 - - - - - - 36 0
2010/11 26 0 2 0 - - - - - - 28 0
ჯამში 221 2 10 0 - - - - - - 231 2

ტიტულებირედაქტირება

საკლუბორედაქტირება

ატლეტიკო მადრიდი

სანაკრებორედაქტირება

ესპანეთი 23 წლ.
  • ხმელთაშუაზღვისპირეთის თამაშები: 2005[4]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Sevilla sunk by Boquerones; ESPN Soccernet, 29 January 2012
  2. La Liga: Malaga full-back Jesus Gamez sign three-year deal with champions Atletico Madrid. Sky Sports (8 აგვისტო, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აგვისტო, 2014. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო, 2014.
  3. Jesus Gamez: Newcastle United sign Atletico Madrid full-back. BBC Sport (8 July 2016). ციტირების თარიღი: 9 July 2016
  4. Mediterranean Games 2005 (Spain). RSSSF. ციტირების თარიღი: 27 September 2016.