გრიგოლ ხერხეულიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ხერხეულიძე, გრიგოლ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხერხეულიძე.

გრიგოლ (ქიცა) ხერხეულიძე (დ. 7 დეკემბერი, 1916, თბილისი — გ. 22 ოქტომბერი, 1974, თბილისი) — ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1973). 1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იკვლევდა უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიას და ქართული პოეზიის აქტუალურ პრობლემებს. მისი ძირითადი ნაშრომებია: „გიორგი ლეონიძე“ (1959), „თანამედროვეობა და პოეზია“ (1965), „თანამედროვე ქართული პოეზია“ (1977) და სხვ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება