ხეთი IXX ზემოეგვიპტური ნომის ნომარქი, პირველ გარდამავალ პერიოდში. თავისი ძალაუფლების ქვეშ გააერთიანა თითქმის მთელი ეგვიპტე. ძვ. წ. 2170 წლის შემდეგ. დააარსა მეცხრე დინასტია. იგი მანეთონის სიაში მოხსენიებულია ახტოი I-ის სახელწოდებით.

ხეთი I იყო ნარეტ-ხენტის ნომის ნომარქი, რომლის ცენტრსაც წარმოადგენდა ქალაქი ჰერაკლეოპოლი. მან ისარგებლა VIII დინასტიის დასუსტებით, რომლებიც მხოლოდ მემფისს ფლობდნენ, დაამხო მათი უკანასკნელი ფარაონი და დააარსა მეცხრე (ჰერაკლეოპოლის) დინასტია. იურგენ ფონ ბეკერატუს აზრით ეს მოხდა ძვ. წ. 2192-2120 წლებში.

ხეთი I-მა ენერგიულად დაიწყო ბრძოლა ნახევრად დამოუკიდებელი ნომარქების წინააღმდეგ და თავისი მმართველობის ქვეშ გააერთიანა მთელი ეგვიპტე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • William Gillian Waddell: Manetho (= The Loeb classical library. Bd. 350). Harvard University Press, Cambridge (Mass.) 2004 (Reprint), ISBN 0-674-99385-3
  • Thomas Schneider, Lexikon der Pharaonen. Albatros, Düsseldorf 2002, ISBN 3-491-96053-3