ხევისჭალის კოშკი
ხევისჭალის კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხევისჭალის ჩრდილო-აღმოსავლეთით 8 კმ-ზე, სამწყლებად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
კოშკი გეგმით სწორკუთხაა (5,2 X 4,8 მ), ზემოთკენ შევიწროებული. ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია. შემორჩენილია სამი სართული.
შესასვლელი პირველ სართულზეა, სამხრეთიდან. კარი თარაზულადაა გადახურული. დანარჩენ სართულებზე, სამხრეთით, თითო სწორკუთხა სარკმელია. სართულშუა გადახურვები ხის კოჭებზე ყოფილა გამართული. შემორჩენილია საყრდენი ბუდეები.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიკაჩეიშვილი პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 165.