ხეანინე ანიეს ჩავესი (ესპ. Jeanine Áñez Chávez, დ. 13 აგვისტო, 1967, ტრინიდადი, ბენი, ბოლივია) — ბოლივიელი პოლიტიკოსი და იურისტი. სენატორი ბენის დეპარტამენტიდან. 2019 წლის 12 ნოემბერს დანიშნეს ბოლივიის პრეზიდენტად ევო მორალესისა და სხვა ხელმძღვანელების გადადგომის შემდეგ. იგი მორალესის მგზნებარე მოწინააღმდეგე იყო[1]. 2020 წლის 8 ნოემბერს თანამდებობა გადააბარა მორალესის პარტიის წარმომადგენელს ლუის არსეს[2].

ხეანინე ანიესი
ხეანინე ანიესი
ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ნოემბერი 2019 – 8 ნოემბერი, 2020
წინამორბედიევო მორალესი
მემკვიდრელუის არსე

დაბადებული13 აგვისტო, 1967
ტრინიდადი, ბენი, ბოლივია
საქმიანობაპოლიტიკოსი

ბიოგრაფია რედაქტირება

ანიესი დაიბადა ქალაქ ტრინიდადში[1]. ადრე იყო Totalvision-ის მედია დირექტორი[3].

2006 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა ახალი საკონსტიტუციო ქარტიის შემმუშავებელ კომისიაში. 2010 წელს იგი აირჩიეს სენატორად, როგორც ბენის დეპარტამენტის წარმომადგენელი. 2019 წლიდან იგი სენატის მეორე ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო მისი მოადგილე იყო ფრანკლინ ვალდივია ლეიგი.

2019 წლის 10 ნოემბერს ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა. ამის შემდეგ ვიცე-პრეზიდენტმა ალვარო გარსია ლინერამ, უარი განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე. მასავით ასევე უარი განაცხდა სენატის სპიკერმა ადრიანა სალვატიერამ და წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარემ ვიქტორ ბორდამ. ასევე უარი თქვა ქვეყნის სენატის პირველმა ვიცე-სპიკერმა. ამ თანამდებობების პირების გადადგომის შემდეგ კონსტიტუციის ძალით უფლებამოსილება გადაეცა რიგით შემდეგ თანამდებობის პირს, სენატის მეორე ვიცე-სპიკერს ხეანინე ანიესს. 2019 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით, იგი უმაღლესი რანგის მემკვიდრეა ბოლივიის პრეზიდენტის თანამდებობაზე. მან საკუთარ თავზე აიღო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება და თანამდებობაზე მოვიდა 2019 წლის 11 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც სენატმა ოფიციალურად მიიღო წინა დღის გადადგომების სერია[4].

2021 წლის 12 მარტს ყოფილი პრეზიდენტი დააპატიმრეს ტერორიზმის, სახელმწიფოს ღალატისა და დანაშაულებრივ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. წაყენებულ ბრალდებას დაკავებული ექსპრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს და ქვეყნის მოქმედ ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.[5]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

გათხოვილია კოლუმბიელ პოლიტიკოსზე ექტორ ერნანდო ხინკაპიზე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bolivia: Who is Jeanine Anez?. ციტირების თარიღი: 11 November 2019.
  2. Copa announces that Arce will be inaugurated on November 8 es (23 October 2020).
  3. Jeanine Áñez Chávez (16 October 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2019. ციტირების თარიღი: 11 November 2019.
  4. Jeanine Añez en proceso de ratificación tras renuncia del Presidente, Vicepresidente, Presidente del Senado y Presidente de la Cámara de Diputados de Bolivia. ციტირების თარიღი: 10 November 2019.
  5. Bolivia's ex-interim president faces arrest warrant for terrorism and sedition. ციტირების თარიღი: 12 March 2021.