ხახვისთავა
ხახვისთავა (ლათ. Centaurea macrocephala; syn. Grossheimia macrocephala) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 1 მ-მდე სიმაღლისა. ქვედა ფოთლები — მოგრძო-ლანცეტაა, ღეროსეული ფოთლები ლანცეტაა, მჯდომარე, ზომით თანდათან მცირდება.
ხახვისთავა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Centaurea macrocephala | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Centaurea macrocephala | ||||||||||||
|
კალათები მსხვილია, სფეროსებრი, 30-50 მმ დიამეტრის, მათ საბურვლის ფოთალაკები მრავალრიგადაა განლაგებული, დანამატები სიფრიფანაა, ყვავილები კაშკაშა ყვითელია.
იზრდება მთის ზედა სარტყელებში, ტყეებში ტყის პირებსა და მაღალბალახეულებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- დ. მცხვეთაძე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყეპარკის თაიგული, თბ. 2001