ხაშმის წმინდა მარინეს ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

ხაშმის წმინდა მარინეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, სოფლის ჩრდილოეთით, დაახლოებით 2 კილომეტრზე, სამების ეკლესიისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს, გორაკზე, გზიდან სამასიოდე მეტრზე, ლაჯიბაურად წოდებულ ადგილზე.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია მოზრდილი ზომის, სრულიად დაუმუშავებელი, ქვიშაქვის ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. წყობაში ალაგ-ალაგ რიყის ქვაცაა ჩატანებული. კედლების საპირე ქვები შერჩევის გარეშეა ჩატანებული. კედლების საპირე ქვები შერჩევის გარეშეა ჩაწყობილი, ქვებს შორის დარჩენილი არეები კი დუღაბითაა ამოვსებული.

ძეგლი ძლიერაა დაზიანებული. შემორჩენილია: ჩრდილოეთ კედელი, დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნახევარი და აფსიდის ორივე გვერდი. კედლების სიმაღლე დაახლოებით 3 მეტრია. აფსიდი ნახევარწრიული მოხაზულობისაა. აფსიდის ორივე გვერდში, იატაკიდან დაახლოებით 0,5 მეტრ სიმაღლეზე თითო მაღალი, ნახევარწრიულთაღოვანი ნიშაა. ორივე ნიშის თაღის ქუსლის დონეზე, თხელი ქვის თაროა მოწყობილი, რაც ძეგლს ერთგვარ თავისებურობას ანიჭებს. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია. აფსიდის შემორჩენილ კედლებს სარკმლის კვალი აღარ ეტყობა.

ლიტერატურა

რედაქტირება