ხაშმის წმინდა გიორგის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

ხაშმის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში. ეკელსია თარიღდება XIX საუკუნის II ნახევრით. 1930-იანი წებიდან 1970-იან წლებამდე, ეკლესია სოფლის კოლმეურნეობის საჭიროებისათვის გამოიყენებოდა და მნიშვნელოვანი გადაკეთებების განიცადა. შიგნით ეკლესია ორ სართულად გაყვეს რის გამოც აღმოსავლეთ კედელში, საკურთხევლის სარკმლის თაღის დონეზე, ორი მოზრდილი, სწორკუთხა სარკმელი გაჭრეს. 1970-იანი წლებიდან 1990-იანი წლების მეორე ნახევრამდე ეკლესია მიტოვებული იყო და ძლიერ დაზიანდა. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში, ინსტიტუტმა ,,საქრესტავრაციამ’’, ეკლესიას ჩაუტარა სარესტავრაციო სამუშაოები, მოეწყო რკინა-ბეტონის კამარა და კონქი, ლავგარდნითურთ აღდგა კედლების ზედა, მონგრეული ნაწილები, ამშენდა მოგვიანებით გაჭრილი სარკმელები და ღიობები. ეკლესიის ირგვლივ დაიგო ქვის ფილები. კეთილმოეწყო ეკლესიის ეზო.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის, ტლანქად დამუშავებული ქვიშაქვის ქვით. გარეთა კუთხეები, კარ-სარკმლები და მორთულობის ელემენტები იგივე ჯიშის, ოღონდ წესიერი ფორმის, სუფთად გათლილი ქვითაა გამოყვანილი. შესასვლელების გადასახურად გამოყენებულია საფლავის ქვები. გარდა ამისა საფლავის ქვები კედლების საპირე წყობაშცაა ჩატანებული. ყველა ქვა პირით ქვასადის მხარესაა მოქცეული. მათზე გაკეთებული წარწერების მიხედვით ირკვევა, რომ ყველაზე ადრინდელი ქვა საფლავზე 1830 წელსაა დადებული. ესეიგი ეკლესია 1830 წლის შემდგომაა აგებული შიგნით კედლების წყობაშც იგივე მასალაა გამოყენებული.

შესასვლელი ორია: სამხრეთიდან და დავლეთიდან. გარედან ორივე კარი სწორკუთხაა, შიგნით კი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. ორივე თაღის დიდი ნაწილი ნაწყობია კვადრატული აგურით. დარბაზის გრძივი კედლები თანაბრადაა გადანაწევრებული მცირედ შეღრმავებული, სამ-სამი ნახევარწრიულთაღოვანი, ბრტყელი ნიშით, რომლებიც ერთმანეთისგან პილასტრებით არის გამიჯნული. პილასტრები სუფთად ნათალი ქვითაა ნაწყობი. შიგნით ეკლესია როგორც ჩანს გადახურული იყო ხის კამარით. ეკლესიის ფასადები, მცირე დეტალების გამოკლებით, უცვლელად ინახავს პირვანდელ სახეს. შენობა მიუხედავად იმისა რომ მისი ნაწილი მიწაშია ჩაძირული თავისი ზომებითა და ხასიათით მაინც შთამბეშჭდავია. ფასადების დამუშავება მარტივია ხოლო მორთულობა ძუნწი. ეკლესია დგას ერთსაფეხურიან, ნათალი ქვით ნაგებ ცოკოლზე. კედლები დასრულებულია აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდნით. შენობა მოთუთიავებული თუნუქითაა დაბრული. ეკლესიის ეზოში, ზღუდის სამხრეთ კედლის გაყოლებით საფლავის ქვებია დაწყობილი.

ლიტერატურა

რედაქტირება