მთავარი მენიუს გახსნა

ხაშმის ღვთისმშობლის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი მდებარეობს სოფელ ხაშმთან, მდინარე ლაფიანხევის ხეობაში. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. მდინარე ივრის მარცხენა მხარეს.ზღვის დონიდან 770 მეტრი საგარეჯოდან 14 კმში. სოფელი ხაშმი შუა საუკუნეებში იწოდებოდა კაწარეთის სახელწოდებით.

ისტორიარედაქტირება

ეკლესია XIV-XV საუკუნეებს მიეკუთვნება. არქიტექტურულად დარბაზული ტიპისაა. ეკლესიას გარს უვლის გალავანი. შესასვლელი გალავანში ჩაშენებული კოშკიდანაა, აღსანიშნავია ასევე ამ კოშკის არქიტექტურაც. გარდა ამისა შემორჩენილია სხვადასხვა ნანგრევები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ოდესღაც აქ სამონასტრო ცხოვრება ყოფილა.

გადმოცემის თანახმად წმიდა ნინოს პირველი ნათლობა კახეთში, სწორედ ლაფიანხევში ჩაუტარებია. მართლაც ყოველ ზაფხულს ამ ხევში მხოლოდ ერთი თვე მოედინება „ღვთის წყალი“ (ასე ეძახიან მას სოფელში), როგორც დიდი მდინარე და ვარაუდობენ, რომ სწორედ აქ ამ მდინარეში ჩაუტარებია წმიდა ნინოს ნათლობა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ ადგილას გადიოდა ძველი საქარავნო გზაც.

ხაშმის ღვთისმშობლის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურარედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 443, თბ., 1987 წელი.
  • ხაშმი: ღვთისმშობლის ეკლესია,, XIII-XIV სს.; ხაშმი: იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, XVII-XVIII სს. //ძეგლთა რეაბილიტაცია საქართველოში, თბ., 2006.
  • შუბითიძე ვ., ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები, თბ., 2012, გვ. 129

სქოლიორედაქტირება