ხატის ბეღელი — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო არტანში აონისხევის სათავესთან. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ბეღელი ანგებია ფიქლის მშრალი წყობით. აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხა შესასვლელია გაჭრილი. ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ კედლებს ვიწრო თარო გასდევს. გადახურვა გვირგვიროვანია. სახურავი ფიქალის თხელი ფილებითაა შედგენილი. იგი საფეხუროვანია და წაკვეთილი პირამიდის ფორმა აქვს. შენობის ჩრდილოეთით ათიოდე მეტრის მანძილზე რამდენიმე ნაგებობის ნაშთია.

ლიტერატურა რედაქტირება