ხარლამპი სავანელის ქუჩა
ხარლამპი სავანელის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (სოლოლაკი), გერგეტის ქუჩიდან შხეფის ქუჩამდე. ატარებს მუსიკოს ხარლამპი სავანელის სახელს.
ხარლამპი სავანელის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
ისტორიული რაიონი | სოლოლაკი |
წინა სახელები | სოფლის შესახვევი, სასოფლო ქუჩა |
ქუჩა წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის ქუჩების 1926 წლის ცნობარში შეტანილია როგორც სოფლის შესახვევი, შემდეგ სასოფლო ქუჩა დაერქვა. თბილისის ქუჩების 1960 წლის ცნობარში შეტანილია სავანელის ქუჩის სახელწოდებით. აქვს ერთი ჩიხი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 153, ISBN 978-99928-20-35-3.