ხარკივის ტრამვაი, ხარკოვის ტრამვაი — ტრამვაის სისტემა უკრაინის ქალაქ ხარკივში, გაიხსნა 1906 წლის 3 ივლისს (ერთ-ერთი ყველაზე ძველი ტრამვაის სისტემა უკრაინაში, ცხენის წევის ტრამვაი „კონკა“ მოქმედებდა 1882 წლიდან). 2021 წლის მდგომარეობით ქალაქში მოქმედებს 13 მარშრუტი, 2 დეპო, 303 ვაგონი. ლიანდაგების ჯამური სიგრძე (ცალ ლიანდაგზე დათვლით) შეადგენს 236,6 კმ-ს.

ხარკოვის ტრამვაი
ტრამვაის სისტემა
ქვეყანა უკრაინა
ქალაქი ხარკოვი
გაიხსნა 1906 წლის 3 ივლისი
მარშრუტების რაოდენობა 13
საკონტაქტო ქსელის სიგრძე 236,6 კმ
ტრამვაის დეპოების რაოდენობა 2
ვაგონების რაოდენობა 303
ლიანდის სიგანე 1524 მმ
ვაგონების სიგანე 2,5 მ

2022 წლის თებერვლის ბოლოდან რუსეთ-უკრაინის ომის გამო ტრამვაის მოძრაობა დროებით შეწყვეტილია. დაიბომბა სალტოვკის დეპო, სადაც თითქმის სრულად განადგურდა მოძრავი შემადგენლობა (სულ ვაგონების 50%), ხოლო დანარჩენი დაზიანდა. ასევე მთელ ქალაქში დაზიანებულია საკონტაქტო ქსელი.