ხარისთვალა თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში კახეთიდან.

აღმოსავლეთ საქართველოში ხეივნების ფორმით მცირედაა გავრცელებული. ქართლში ხარისთვალა თეთრს „თეთრ ღარიბას“ ეძახიან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, უფრო ხშირად განივოვალური ფორმის ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ჯაგრისებრად ძალიან თხლადაა შებუსული. ყვავილი მდედრობითია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის. ზოგჯერ მხრიანია, ხანდახან — დატოტვილი, კუმსია, იშვიათად საშუალო სიკუმსის (ჯიშისთვის დამახასიათებელია წვრილმარცვლიანობა). მარცვალი მსხვილი ზომისაა, ოვალური ფორმის, ზოგჯერ მომრგვალო, ყვითელი. ვანი თხელია, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარულ-რბილობი მკვრივი და კნატუნაა. გემო სასიამოვნო და ჰარმონიული აქვს, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.

ხარისთვალა თეთრის სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 154 დღეა. ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტემბრის დასაწყისში ან სექტემბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის წონა 250-300 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5.0-6.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 4.5-7გ/ლ-ს.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 512