ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ხართუთა (ლათ. Morus nigra) — 3-8 მ სიმაღლის ხეა. მოწითალო-მურა ფერის ტოტებით. ფოთლები ფორმით კვერცხისებურია, მთლიანი ან დანაკვთული, ორივე მხარეზე ხაოიანი, 5-10 სმ სიგრძისა და 3-8 სმ სიგანის. მდედრობითი მჭადები მჯდომარეა ან ყუნწიანი. ნაყოფი წვნიანია, 2-2,5 სმ სიგრძის, შავი ან მოშავო-იისფერი. იზრდება მთის ქვედა სარტყელში ჭალის ტყეებში, გაველურებულია. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, სამხრეთ ევროპას, შუა და მცირე აზიას, ირანს.

ხართუთა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  თუთისებრნი
გვარი:  თუთა
სახეობა:  ხართუთა
ლათინური სახელი
Morus nigra L.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხართუთა“-დან