ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დროშა

(გადამისამართდა გვერდიდან ხარაგაულის დროშა)

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დროშახარაგაულის მუნიციპალიტეტის სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ[1].

აღწერილობა

რედაქტირება

დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად — მწვანე და თეთრ ველებად.

დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლ-მწვანე ჯვარი (ე.წ. „ლათინური“ ჯვრის ფორმის). მწვანე ველზე ჯვრის მარჯვენა მკლავი თეთრია, ხოლო თეთრ ველზე ჯვრის მარცხენა მკლავი — მწვანე. ჯვრის მკლავებს შორის გამოსახულია ოთხი მცირე ზომის ჯვარი. ზედა ჯვრები წარმოადგენენ ე.წ. „ბერძნულ“ ჯვრებს, ხოლო ქვედა — ე.წ. „ლათინურ“ ჯვრებს. მწვანე ველზე გამოსახული მცირე ჯვრები თეთრია, ხოლო თეთრ ველზე გამოსახული მცირე ჯვრები — მწვანე.

დროშის პროპორციაა 2:3.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება