ხანმეტი მრავალთავი

ხანმეტი მრავალთავი — ძველი ქართული ხელნაწერი წიგნი, რომელიც შეიცავს იოანე ოქროპირის, ივლიანე ეპისკოპოსის, ევსუქი ხუცესის თხზულებათ ფრაგმენტებს, ასევე ოთხი თხზულების ნაწყვეტი, რომელთა ავტორები სევერიანე გაბალონელი და ანთიპატროს ბოსტრელი არიან[1]. აკაკი შანიძე ხელნაწერს VIII საუკუნის I ნახევრით ათარიღებს.

ხელნაწერი პალიმფსესტია, რომელიც ორი სხვადასხვა მასალისგანაა შედგენილი, ამათგან მხოლოდ ერთი ნაწილი შეიცავს ხანმეტ ტექსტს. მთლიანი ხელნაწერი რვა რვეულს (64 ფურცელს) შეიცავს, ხანმეტი მრავალთავის ტექსტი კი აქედან მხოლოდ სამ რვეულშია მოთავსებული (ბ, დ, ე), აკლია პირველი და მესამე რვეულები. ხელნაწერის მეორე ნაწილში მოთავსებულია იერუსალიმის ტიპიკონი და გადაწერილი X საუკუნის I ნახევარში.

ხელნაწერი შენახული იყო საქართველოს წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმის N 3902 ხელნაწერში. ამჟამად ინახება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის S ფონდში (S-3902).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, 1990, გვ. 115–117
  1. ა. შანიძე, ახალი ცნობა ხანმეტი მრავალთავის შესახებ, გვ. 299–300