ხანის ჭადარი (შაქი)
ხანის ჭადარი (აზერ. Xan Çinarı) — ცნობილი ხე, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა. იზრდება ქალაქ შაქში (აზერბაიჯანი), შაქის ხანების სასახლის ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული ნაკრძალის „იუხარი-ბაშის“ ნაწილია. ხის ასაკი დაახლოებით 5 საუკუნეა. დარგულია 1530 წელს. შეტანილია აზერბაიჯანის წითელ წიგნში
ხის გარშემოწერილობა 11,5 მეტრია, ხოლო სიმაღლე 34 მეტრი.[1]
ისტორია
რედაქტირებააზერბაიჯანის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ ნაკრძალ „იუხარი-ბაშის“ დირექტორ თარანა აბდულაევას თქმით, ქალაქ შაქში, შაქის ხანების სასახლის ტერიტორიაზე მდებარე ორი დიდი ჭადრის ხის ასაკი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე თავად სასახლისა (XVIII ს.). ამასთან, ჭადრები სასახლეს ქარის, წვიმისა და სიცხისგან იცავენ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ისტორიული ძეგლისთვის, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანის კანდიდატია.[2][3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ «Xan çinar» ağacı
- ↑ Sheki, the Khan's Palace. Официальный сайт ЮНЕСКО. (2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-15.
- ↑ Şəki Xan Sarayı — hamını heyrətləndirən məkan