ხანის ბაღი (აზერ. Xan bağı) — ბაღი აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში. მაცხოვრებლებისა და ტურისტების დასასვენებელი ადგილი.[1]

ხანის ბაღი

ბაღის მესაკუთრე იყო ჯავად ხანი, ყაჯართა დინასტიის წევრი და განჯის სახანოს უკანასკნელი ხანი 1786-1804 წწ. ბაღის სახელწოდება მის სახელს უკავშირდება. მას გააჩნდა 52 ჰექტარზე გაშენებული ბაღი. იგი ვაჭრებს უკვეთავდა სხვადასხვა ჯიშის ხეებს. უცხოელი სტუმრები მას საჩუქრად სხვადასხვა სახის ყვავილებსა და ხეებს ართმევდნენ.[2]

1847 წელს, ვორონცოვის ინიციატივით, ხანის ბაღის ქვედა ნაწილში, დაახლოებით ექვს ჰექტარზე, გაშენებულ იქნა სარდარის სახელობის პარკი. რუსი ჯარისკაცების შემოჭრის შემდეგ ბაღი, რომელშიც უყვარდა სეირნობა ჯავად ხანს გააუქმეს, უამრავი ხე მოთხარეს და გადარგეს სარდარის პარკში.

ხანის ბაღში ჩატარდა რესტავრაცია. ახლა იგი წარმოადგენს თანამედროვე ევროპულ ბაღს განათებითა და თანამედროვე ქანდაკებებით. მასში ასევე არის მინი-ზოოპარკი, რომელშიც წარმოდგენილნი არიან ირმები, ჯეირანები, ციყვები, რამდენიმე სახის ჩიტი, მათ შორის ფლამინგოებიც. რეკონსტრუქციის შემდეგ ბაღს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება. დღესდღეობით ბაღი არის ქალაქ განჯის მაცხოვრებლებისა და ტურისტების დასასვენებელი ადგილი.

  1. "Xan Bağı" Mədəniyyət və İstirahət Parkı - Gəncə Azərbaycanın Cəvahiri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-30. ციტირების თარიღი: 2017-08-29.
  2. "Xan bağı" bizim tarixi sərvətimizdir (Khan's Garden" is our historical wealth). ციტირების თარიღი: 2017-08-29.