ხანდრინის სახლი
ხანდრინის სახლი (რუს. Особняк Хандрина) — სართულნახევრიანი სახლი, არქიტექტურული ძეგლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1870 წელს ეკლექტიკის არქიტექტურულ სტილში.
ხანდრინის სახლი რუს. Особняк Хандрина | |
---|---|
კოორდინატები | 47°12′25″N 38°56′40″E / 47.2069° ჩ. გ. 38.9444° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
არქიტექტორი | ტენიშევი |
ტიპი | ეკლექტიკა |
დასრულების თარიღი | 1870 |
მისამართი: ტაგანროგი, ალექსანდროვის ქუჩა № 56.
ისტორია
რედაქტირებახანდრინის სახლი ააგეს ტაგანროგის საპატიო მოქალაქის, მეწარმე ე. ხანდრინის დაკვეთით 1870 წელს. სახლის პრექტის ავტორი იყო არქიტექტორი ტანიშევი[1]. „უძრავი ქონების აღწერისა და შეფასების“ მიხედვით სახლის მფლობელი 1873 წლიდან 1916 წლამდე იყვნენ მხოლოდ ხანდრინების ოჯახის წარმომადგენლები: 1898წლიდან ტიტულარული მრჩეველი ა. ხანდრინი[2]. ოქტომბრის რევოლუციის წინა პერიოდში ხანდრინების ოჯახი საცოვრებლად გადავიდა ხარკოვში[1].
რევოლუციის შემდეგ შენობაში განთავსდა საქალაქი სამხედრო კომენდატურა. 1920 წელს შენობა გადაეცა ქალაქის კომუნალურ მეურნეობას[1]. ფასადიდან ჩამოხსნენს თავადების გერბი და სკულპტურები[1]. შენობაში გახსნენს უსახლკარო ბაშვებისათვის მუსიკალური სკოლა[2]. 1976 წლის სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ ხანდრინის ყოფილ სახლში გაიხსნა ტაგანროგის სურათების გალერეა[2][3].
არქიტექტურა
რედაქტირებახანდრინის ყოფილი სახლი სართულნახევრიანია. ფასადი გაჯერებულია დეკორაციებით. შენობის ფასადი შეიცავს კლასიციზმის, ბაროკოსა და რენესანსის არქიტექტურული სტილის ელემენტებს[1]. მთავარი შესასვლელის თავზე ხანდრინების საგვარეულო გერბი იყო გამოსახული, რომელიც ჩამოხსნეს საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. ასევე მდიდრულადაა გაფორმებული ნაძერწი ფიგურებით ინტერიერი. მას დამატებული აქვს ჭაღები, მოპირკეთებული ბუხარი, ხის იატაკი და მუხის კარი[2]. ეზოში გადის ხის ვერანდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Кукушин В.С. История архитектуры Нижнего Дона и Приазовья. — Ростов-на-Дону: ГинГо, 1996. — С. 85. — ISBN 5-88616-027-2.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Киричек М.С. Хандрина дом // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 764. — ISBN 978-5-88040-064-5.
- ↑ Таганрогская картинная галерея: Альбом / Л. В. Зуева. — М.: Изобраз. искусство, 1988. — С. 8. — ISBN 5-85200-011-6.