ხალისკოს მუნიციპალიტეტები

ხალისკო შტატია მექსიკის დასავლეთ ნაწილში. იყოფა 125 მუნიციპალიტეტად. 2020 წლის აღწერის მიხედვით, ხალისკო მესამე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობით (8 348 151 ადამიანი) და მეშვიდე ადგილზეა ფართობის (78 595.9 კმ²) მიხედვით.[1][2]

Map of Mexico with Jalisco highlighted
ხალისკოს შტატი

მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, უდიდესი მუნიციპალიტეტია საპოპანი, სადაც შტატის მოსახლეობის 17.68% (1 476 491 ადამიანი) ცხოვრობს, ხოლო ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტია სანტა-მარია-დელ-ორო (1815 ადამიანი).[1] ფართობის მიხედვით უდიდესი მუნიციპალიტეტია მესკიტიკი (3 363.6 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა ― ტეჩალუტა-დე-მონტენეგრო (79.2 კმ²).[2] უახლესი მუნიციპალიტეტია სან-იგნასიო-სერო-გორდო, რომელიც 2007 წელს არანდასს გამოეყო.[3]

  1. 1.0 1.1 Censo de Población y Vivienda 2020 - SCITEL es. INEGI. ციტირების თარიღი: 2021-01-27
  2. 2.0 2.1 México en cifras - Medio Ambiente - Jalisco es. INEGI. ციტირების თარიღი: February 12, 2021
  3. Historia: Antecedentes es. Municipality of San Ignacio Cerro Gordo. ციტირების თარიღი: 2021-02-21