ხადიჯა ალიბეკოვა
ხადიჯა ალადინ ყიზი ალიბეკოვა (აზერ. Xədicə Ələddin qızı Əlibəyova; დ.1884, ტფილისი — გ.1961, ბაქო) — პირველი აზერბაიჯანელი ქალი რედაქტორი.
ხადიჯა ალიბეკოვა | |
---|---|
მშობლიური სახელი | აზერ. Xədicə Ələddin qızı Əlibəyova |
დაბადების სახელი | ხადიჯა სუბჰანგულიევა |
დაბადების თარიღი |
1884 ტიფლისი |
გარდაცვალების თარიღი |
1961 ბაქო |
საქმიანობა | რედაქტორი, პუბლიცისტი, ექიმი-გინეკოლოგი |
რელიგია | ისლამი |
მეუღლე(ები) | მუსტაფა ბეი ალიბეკოვი |
ბიოგრაფია
რედაქტირებახადიჯა ალიბეკოვა დაიბადა 1884 წელს ტფილისში, სასულიერო პირების ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი ალადინ სუბჰანგულიევი სასულიერო პირი იყო, ხადიჯა ალიბეკოვამ პირველი განათლება რუსულ გოგონათა გიმნაზიაში მიიღო, შემდეგ კი ამიერკავკასიის მეანობის ინსტიტუტში ჩააბარა. აქ განაგრძო სწავლა და 1907 წელს მიიღო ბებიაქალის პირველი კლასის კვალიფიკაცია.
დაოჯახებული იყო ადვოკატ მუსტაფა ბეი ალიბეკოვზე.
ხადიჯა ალიბეკოვა მჭიდროდ იყო ჩართული აზერბაიჯანელი ქალების ცხოვრებაში და ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებების მუშაობაში. 1911 წელს აზერბაიჯანში პირველი ქალთა ჟურნალი „იშიგ“ გამოიცა. მთავარი მიზანი ამ გაზეთის იყო ქალების მხრიდან საკუთარი უფლებების ცოდნა და განათლების მიღება. ხადიჯა ალიბეკოვა იყო გაზეთის რედაქტორი, რომელიც გამოიცა 1911 წელს, გამომცემელი კი მისი მეუღლე იყო.
მას შემდეგ, რაც ჟურნალმა შეწყვიტა საქმიანობა 1912 წელს, ხადიჯა ალიბეკოვა, რომელიც ბაქოს მუსულმან ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო, საცხოვრებლად გადავიდა შაქიში და მუშაობდა ექიმ-გინეკოლოგად. 1920 წლიდან 1946 წლამდე ალიბეკოვა მჭიდროდ იყო ჩართული წერა-კითხვის კურსების ორგანიზებაში და ქალთა კლუბში. ის სიცოცხლის ბოლოს დაბრუნდა ბაქოში.