ხაბიბ ნურმაგომედოვი
ხაბიბ აბდულმანაპის ძე ნურმაგომედოვი[2] (რუს. Хабиб Абдулманапович Нурмагомедов; ხუნძ. ХIабиб ГӀабдулманапил НурмухӀамадов; დ. 20 სექტემბერი, 1988) — რუსი ვეტერანი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი.[3] მან იასპარეზა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მსუბუქ წონაში, სადაც ის იყო UFC-ის ყველაზე ხანგრძლივად ჩემპიონი მსუბუქი წონაში, 2018 წლის აპრილიდან 2021 წლის მარტამდე.[4]
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. სახელი | Хӏабиб Нурмухlамадов |
დაბ. თარიღი | 20 სექტემბერი, 1988 (36 წლის) |
დაბ. ადგილი | Sildi |
სიმაღლე | 178 |
წონა | 70 |
საიტი | khabib.com |
ქვეყანა | რუსეთი |
კლუბი | American Kickboxing Academy |
ჯილდოები | Order "For Merit to the Republic of Dagestan" და honorary citizen of Grozny[1] |
ორგზის საბრძოლო სამბოს მსოფლიო ჩემპიონი ნურმაგომედოვი სამბოს, ძიუდოსა და ჭიდაობის დისციპლინებს ფლობს. ნურმაგომედოვი კარიერის დასრულების მომენტში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის, UFC-ის მამაკაცთა რეიტინგში #1 ადგილზე იყო.,[5] 2021 წლის მარტამდე.[6] „Fight Matrix“ მას მსუბუქი წონის ყველა დროის #1 ნომრად ასახელებს.[7]
რუსეთის, დაღესტნის რესპუბლიკიდან, ნურმაგომედოვი არის პირველი მუსლიმი რომელმაც აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ტიტული მოიგო.[8][9] სოციალურ ქსელ Instagram-ზე რუსებს შორის მას ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს,[10] 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით მათი რიცხვი 31 მილიონს აღწევს.[11] ის ასევე არის შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) პრომოუტერი, რომელიც ცნობილია Eagle Fighting Championship (EFC) პროპაგანდით. 2021 წელს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს საფეხბურთო კლუბ „ლეგიონ დინამოსთან“.[12]
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებახაბიბ აბდულმანაპის ძე ნურმაგომედოვი დაიბადა ავარების ოჯახში 1988 წლის 20 სექტემბერს, სოფელ სილდიში, დაღესტნის ასსრ-ის ცუმადინსკის ოლქში, რუსეთის სფსრ-ში, საბჭოთა კავშირი..[13][14][15] ჰყავს უფროსი ძმა მაგმედი და უმცროსი და, ამინა.[16] მამის ოჯახი სილდიდან კიროვაულში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მამამ მათი ორსართულიანი კორპუსის პირველი სართული სპორტ დარბაზად გადააკეთა. ნურმაგომედოვი ოჯახში იზრდებოდა და-ძმებთან და ბიძაშვილებთან ერთად.[16] ხაბიბ ნურმაგომედოვის ინტერესი საბრძოლო ხელოვნებით დაიწყო, როდესაც უყურებდა მოსწავლეებს, რომლებიც ვარჯიშობდნენ დარბაზში.[17][18] ხაბიბის ვარჯიში ბავშვობაში მოიცავდა დათვთან ჭიდაობას, მაშინ როცა ის მხოლოდ ცხრა წლის იყო.[19][20]
როგორც დაღესტანში ბევრ ბავშვს ეჩვევა, მან ჭიდაობა ადრეული ასაკიდან დაიწყო. რვა წლის ასაკში ჭიდაობაში ჩაერთო მამის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის მეურვეობით.[21] დაჯილდოვებული სპორტსმენი და საბჭოთა არმიის ვეტერანი, აბდულმანაპიც ადრეული ასაკიდანვე ჭიდაობდა, სანამ სამხედრო სწავლებას ძიუდოსა და სამბოში გადიოდა.[22] აბდულმანაპმა სიცოცხლე მიუძღვნა დაღესტანში ახალგაზრდების გაწვრთნას, იმ იმედით, რომ შესთავაზებდა ალტერნატივას რეგიონში გავრცელებული ისლამური ექსტრემიზმისთვის..[23][24]
2001 წელს ნურმაგომედოვის ოჯახი საცხოვრებლად დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში გადავიდა,[25] სადაც 12 წლიდან ვარჯიშობდა ჭიდაობაში, ხოლო 15 წლიდან ძიუდოში. 17 წლისამ განაახლა საბრძოლო სამბოში ვარჯიში მამის ხელმძღვანელობით.[26] ნურმაგომედოვის თქმით, ჭიდაობიდან ძიუდოზე გადასვლა რთული იყო.[13] აბდულმანაპი იყო საბრძოლო სამბოს ეროვნული ნაკრების უფროსი მწვრთნელი დაღესტნის რესპუბლიკაში, ავარჯიშებდა რამდენიმე სპორტსმენს სამბოში მაჰაჩყალაში, რუსეთში.[22] ნურმაგომედოვი ახალგაზრდობაში ხშირად ხდებოდა ქუჩის ჩხუბებში, სადაც ყურადღებას ამახვილებდა შერეულ საბრძოლო ხელოვნებაზე..[27] ხაბიბმა თქვა, რომ მამასთან ერთად სამი სპორტსმენი, რომლებმაც შთააგონეს, იყვნენ ამერიკელი მოკრივეები მუჰამედ ალი და მაიკ ტაისონი, აგრეთვე ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო.[28]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://web.archive.org/web/20190301013314/https://life.ru/t/%D0%BD%D0%BE%D0%B2%D0%BE%D1%81%D1%82%D0%B8/1159662/nurmaghomiedovu_prisvoiat_zvaniie_narodnyi_ghieroi_daghiestana
- ↑ Savoca, Keri (2019-01-15). „You're Pronouncing Khabib Nurmagomedov's Name Wrong“. Medium (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2020-11-22.
- ↑ Conor McGregor, GSP, stars react to Khabib Nurmagomedov's win, retirement at UFC 254 (2020-10-24). ციტირების თარიღი: 2020-10-25
- ↑ Khabib Nurmagomedov retires: Undefeated legend leaves UFC the way he promised his father he would — perfect en. ციტირების თარიღი: 2021-07-11
- ↑ Rankings. ციტირების თარიღი: 28 October 2020
- ↑ UFC fighter rankings: There's a new number one pound-for-pound fighter (23 March 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მარტი 2021. ციტირების თარიღი: 23 March 2021
- ↑ All-Time Lightweight – Fight Matrix en-US. ციტირების თარიღი: 2020-10-27
- ↑ Hamid, Sadek. Fighting, faith and politics: The UFC's first Muslim champion (5 October 2018).
- ↑ Khabib Nurmagomedov cleared for UFC 242 after teammates receive reduced suspensions.
- ↑ Guran, Anna (10 September 2019). „Khabib Nurmagomedov becomes Russia's biggest social media star after win“. Daily Mirror. ციტირების თარიღი: 13 September 2019.
- ↑ Nurmagomedov, Khabib. @khabib_nurmagomedov. ციტირების თარიღი: 17 October 2021
- ↑ UFC Legend Khabib Nurmagomedov Signs With Russian Third-Tier Soccer Club.
- ↑ 13.0 13.1 Хабиб Нурмагомедов: Поразило, сколько людей было на взвешивании. У нас столько на сами бои приходит. Sovetsky Sport (27 February 2012).
- ↑ Непобежденный: история Хабиба Нурмагомедова. Match TV (21 July 2016).
- ↑ Title. Khabib.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 24 September 2018
- ↑ 16.0 16.1 Непобежденный. [Television production]. Russia: Match TV. 21 July 2016.
- ↑ Абдулманап Нурмагомедов: Первые шаги Хабиб сделал на борцовских матах. allboxing.ru (14 April 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო 2015. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2021.
- ↑ Один Хабиб – и ты погиб. Чем живет лучший российский боец UFC. Sports.ru (30 July 2014).
- ↑ „Khabib Nurmagomedov Wrestled A Bear, Became A National Hero, And Is Ready To Smash Conor McGregor“. Deadspin. ციტირების თარიღი: 5 October 2018.
- ↑ „Conor McGregor reacts to video of young Khabib Nurmagomedov wrestling a bear“. BJPenn.com. 4 October 2018.
- ↑ Krivine, Boris. (2 December 2015) Хабиб Нурмагомедов: 'Перестал Драться На Улице, Только Когда Стал Чемпионат Мира'. Sport Express.
- ↑ 22.0 22.1 Абдулманап Нурмагомедов: Тренер чемпионов Интервью.. M-1 Global (25 February 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2021.
- ↑ Zidan, Karim. (2015-03-19) Longform -- Dagestani Dynasty: Nurmagomedov family business. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-08. ციტირების თარიღი: 2020-11-07
- ↑ Zidan, Karim (2020-10-27). „Khabib Nurmagomedov's dominance was straightforward. His legacy is anything but“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 November 2020. ციტირების თარიღი: 2020-11-07.
- ↑ Хабиб Нурмагомедов: Выиграю чемпионский пояс в UFC и уйду из смешанных единоборств. riadagestan.com (8 July 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი 2021.
- ↑ ЭКСКЛЮЗИВ: Хабиб Нурмагомедов: Через пару месяцев надеюсь быть в UFC. Valetudo.ru (20 September 2011).
- ↑ Leidecker, Tim. (18 January 2013) Mountain Man. Sherdog. ციტირების თარიღი: 20 November 2016
- ↑ Loe, Kim (4 August 2021). „Khabib has revealed the three legendary athletes that helped inspire his UFC career“. GiveMeSport. ციტირების თარიღი: 7 September 2021.