ჭრელასებრნი
ჭრელასებრნი (ლათ. Cleridae) — მწერები ხოჭოების ოჯახისა. აქვთ ჭრელი, 3-25 მმ სიგრძის სხეული. ზედა ფრთებზე დასდევთ წითელი, ყვითელი, შავი ლურჯი და თეთრი ზოლები. დიდი რაოდენობით არიან ტროპიკებში. ოჯახში 3300-მდე სახეობაა, ყოფილ სსრკ-ში 60-მდე სახეობაა გავრცელებული. ჩვეულებრივია საკუთრივ ჭრელას (Thanasimus) და სკის ხოჭოს (Trichodes) გვარის სახეობები. ჭრელასებრთა უმრავლესობა მტაცებელია (ჭამენ სხვა მწერებს); მათი მატლები იკვებებიან ხოჭო-ქერქიჭამიების, ფუტკრების და კრაზანების მატლებით.
ჭრელასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cleridae | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 406.