ჭირვეულის მორჯულება (ფილმი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჭირვეულის მორჯულება (იტალ. Il bisbetico domato) - იტალიური კინოკომედია, გადაღებული 1980 წელს, რეჟისორეთა დუეტის „კასტელანო და პიპოლოს“ მიერ (ფრანკო კასტელანო და ჯუზეპე მოჩია (პიპოლო)). მთავარ როლებში ადრიანო ჩელენტანო და ორნელა მუტი.

„ჭირვეულის მორჯულება“
ჟანრი კომედია
რეჟისორი ფრანკო კასტელანო, ჯუზეპე მოჩია (პიპოლო)
პროდიუსერი მარიო და ვიტორიო ჩეკი გორი
სცენარის ავტორი ფრანკო კასტელანო, ჯუზეპე მოჩია (პიპოლო)
როლებში ადრიანო ჩელენტანო, ორნელა მუტი
კომპოზიტორი დეტო მარიოანო
პრემიერა
  • 20 დეკემბერი, 1980 (1980-12-20) (იტალია)
ხანგრძლივობა 104 წთ.
ქვეყანა იტალიის დროშა
ენა იტალიური
საიტი IMDb ID 0080439

ფილმის მოქმედება გამოგონილ იტალიურ სოფელ რევინიანოში ვითარდება. ჟურნალისტები მიდიან სოფლის სასადილოში 40 წლის ფერმერ უცოლო ელია კოდონიოს (ადრიანო ჩელენტანო) ჩასაწერად. ელია შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა გარშემო მყოფ ადამიანებთან უხეში ხასიათით გამოირჩევა.

იგი ერთ დიდ სახლში, შინამოსამსახურე მამისთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს, ჩაბმულია სოფლის საქმეებში და თავს ბედნიერად გრძნობს.

ერთხელ ღამე, კოკისპირული წვიმისას ახალგაზრდა გოგო, დასველებული ლიზა სილვესტრი (ორნელა მუტი) დაადგება. ქალს ავტომობილი გაუფუჭდა და ღამის გასათევს ეძებს. ელია უხეშად მიიღებს სტუმარს და შორს სასტუმროში უნდა გაშვება, თუმცა საქმეში მამი ჩაერევა და გოგოს თავიანთ სახლში სასტუმრო ოთახში მოათავსებს.

ლიზას მოეწონება უხეში ელია, სახლიდან შეყვარებულ ვიტორიოს დაურეკავს და თავის გასაჭირს მოუყვება. ვიტორიო დახმარებას შესთავაზებს, ეტყვის რომ გამოუვლის ავტომობილით, თუმც გოგოს იუარებს. ლიზას დაქალი რენატა მიხვდება, რომ გოგოს ფერმერი მოეწონა და მის გამო დარჩა ერთი ღამით.

საღამოს, ელიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, მიმი სუფრას გააწყობს, ლიზა სუვენირს აჩუქებს, ის კი უჯრაში დამალავს. ის საღამო გოგო ცდილობს თავი მოაწონოს ელიას, თუმცა კაცი შორს იჭერს თავს. დილას გოგოს ავტომობილს შეუკეთებს, მაგრამ ლიზა ფეხის ტკივილს მოიმიზეზებს, საწოლში დარჩება და ორი დღით დარჩენას თხოვს. ელია ლიზას სხვისი სახლიდან დურბინტით ჩაუსაფრდება და გაიგებს რომ იტყუება, ფეხი არ ტკივა და მშვენივრად დადის. გაბრაზებული მის საწოლს თოკის ერთ ბოლოს გამოაბავს, მეორეს კი ტრაქტორს და შუა სოფელში გამოიყვანს. შეურაწყოფილი ლიზა საკუთარი ავტომობილით მოშორდება იქაურობას, მაგრამ გზაში გაბრაზდება, როგორ უნდა მაჯობოს იმ ხეპრემო, უკან დაბრუნდება და გამოუტყდება კაცს სიყვარულში. ელია ეტყვის რომ მისნაირი ქალაქში გაზრდილი გოგო, სოფელში ვერ იცხოვრებს. ამის შესამოწმებლად ლიზი თხოვს რომ დატოვოს ცოტა ხანს და ნახოს შეძლებს თუ არა. ორ დღეში ელია ბრიუსელში მიემგზავრება და გოგოს პირობებს დათანხმდება. მთელი დღე სოფლის სამუშაოებში ეხმარება ელიას და საღამოს დაღლილს არაფრის თავი არა აქვს. მიუხედავად ამისა ღამე საცეკვაოდ გაყვება ელიას.

მეორე დღეს ლიზა გადაწყვეტს აჩვენოს ელიას თვითონ როგორ ერთობა და რესტორანში დაპატიჟებს. რესტორანში მისი დაქალი რენატაც მოხვდება და ელიას თვითონაც დაუწყებს არშიყს. ლიზა მიუხვდება და ჩხუბს დაუწყებს. მთელი რესტორანი აყვება და ელიასკენ გაიწევენ, თუმცა ის ყველას გალახავს. ლიზა საღამოს კიდევ შეეცდება კაცის მოხიბვლას და შიშველი ჩაუწვება, თუმც ელია კვლავ იაუარებს. შეურაწყოფილი ქალი საქმროს ვიტორიოს დაუკრეკავს და მასთან ერთად წავა. მეორე დღეს ელია ბრიუსელში მიფრინავს, მაგრამ თვითმფრინავში ასულს ლიზა გაახსენდება და ჩამოვა. სპორტდარბაზში მივა, სადაც ლიზა, საქმროსთან ერთად ზის და კალათბურთს უყურებს. ვიტორიოს გუნდი ელიას სოფლის გუნდს ხვდება და 86:0-ს უგებს. ელია რევინიანოს მწვრთნელ, ადგილობრივ მღვდელ ჩიპინოს, კალთბურთის წესებს გამოჰკითხავს და მოედანზე შევა. ელია საუკეთესოდ ათამაშდება და სოფელს 88:86 მოაგებინებს. თამაშის ბოლოს მატჩის გმირი ლიზასთან ავარდება და ხელს თხოვს, გოგოც დათანხმდება და ქორწილს გადაიხდიან.

მსახიობები

რედაქტირება
მსახიობი როლი
ადრიანო ჩელენტანო ელია კოდონიო
ორნელა მუტი ლიზა სილვესტრი
პიპო სანტონასტაზო მღვდელი ჩირილო
მილი კარლუჩი რენატა
ნიკოლა დე ბუონო ვიტორიო
რობერტ ვონი ლი
ედიტ პეტერსი ელი მამი

შემოსავალი

რედაქტირება

190/1981 წლებში ყველაზე პპულარუი ფილმი იყო იტალიაში და მისმა შემოსავალმა 17 მილიარდი იტალიური ლირა შეადგინა. 1983 წელს სსრკ-ში 54 მილიონი ბილეთი გაიყიდა და იმ წელს ყველაზე ყურებადი უცხოური ფილმი იყო, საერთო ისტორიაში კი მე-11-ე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება