ჭიანჭველები (რომანი)
„ჭიანჭველები“ (ფრანგ. Les Fourmis) — ცნობილი ფრანგი მწერლის, ბერნარ ვერბერის ტრილოგიის პირველი წიგნი (მომდევნო წიგნებია „ჭიანჭველების დღე“ და „ჭიანჭველების რევოლუცია“). აერთიანებს სამეცნიერო ფანტასტიკას, მისტიკას, ბიოლოგიას, სოციოლოგიას და ფილოსოფიას. ნაწარმოები ითვლება ბესტსელერად. გაყიდულია 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარი და თარგმნილია 30-ზე მეტ ენაზე. გამოქვეყნდა 1991 წელს. ქართულად თარგმნა და გამოსცა გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ 2015 წელს.
„ჭიანჭველები“ | |
---|---|
Les Fourmis | |
| |
ავტორი | ბერნარ ვერბერი |
გარეკანის მხატვარი | ეკა ტაბლიაშვილი |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ენა | ქართული |
ჟანრი | სამეცნიერო ფანტასტიკა, ფენტეზი |
გამომცემელი | წიგნები ბათუმში |
გამოცემის თარიღი | 1991 |
მთარგმნელი | ეკატერინე სუმბათაშვილი, |
ქართულად გამოიცა | 2015 |
სიუჟეტი
რედაქტირებარომანი აგებულია ადამიანის და ჭიანჭველების ცივილიზაციის მთავარ საკვანძო, არსებით მომენტებზე. ეს ორი ცივილიზაცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობს. მათი თანაკვეთა მხოლოდ რომანის დასასრულს ხდება.
მოქმედება მიმდინარეობს პარიზში, სადაც მთავარ გმირს, ჯონათან უელსს, ექსცენტრული ბიძისგან, პროფესორ ედმონდ უელსისგან მემკვიდრეობით ერგება ბინა. რომელიც მიუხედავად იმისა რომ ნახევრადსარდაფშია, ამავდროულად საკმაოდ დიდია და პარიზის ერთ-ერთ ელიტურ კვარტალში მდებარეობს. ბინას გააჩნია საიდუმლო სარდაფი, რომელშიც ბიძამ ძმისშვილს ანდერძით კატეგორიულად აუკრძალა ჩასვლა, თუმცა ეს უკანასკნელი ცხადია არ ემორჩილება, აღებს კარს და ჩადის ძალიან ღრმა, წყვდიადით მოცულ გვირაბში.
მეორე სიუჟეტურ ღერძს წარმოადგენს ბელ-ო-კანი, ჭიანჭველათა ცივილიზაციის ფედერაციის დედაქალაქი, სადაც მთავარი გმირი, #327-ე მამრი გრძნობს რომ მათი ცხოვრება სათანადოდ არ მიმდინარეობს, რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს და რაღაც საიდუმლო იმალება მათგან. საიდუმლოს ძიებაში გადაეყრება #56-ე მდედრს, დედოფალ ბელ-ო-კიუნის ქალიშვილს, მომავალ დედოფალ შლი-პუ-ნის და მასთან ერთდ იწყებს საიდუმლოს ძიებას. საიდუმლო კი რომანის ბოლოს იხსნება, როგორც პირდაპირი კომუნიკაცია ადამიანებს და ჭიანჭველებს შორის.
პერსონაჟები
რედაქტირებაადამიანები
რედაქტირება- ედმონდ უელსი - პროფესორი, მეცნიერ-მირმეკოლოგი, მწერალი,
- ჯონათან უელსი - პროფესორ უელსის ძმისშვილი. პროფესიით მლესავი,
- ლუსი უელსი - ჯონათან უელსის მეუღლე,
- ოგიუსტა უელსი - ედმონდ უელსის დედა და ჯონათან უელსის ბებია,
- ნიკოლა უელსი - ჯონათან და ლუსი უელსების ვაჟი.
ჭიანჭველები
რედაქტირება- ბელ-ო-კიუნი - დედოფალი. ქალაქ ბელ-ო-კანის მმართველი და ბელ-ო-კანის ფედერაციაში შემავალი 64 ქალაქის დედა-დედოფალი,
- #327 - მამრი. პირველად იგი ეჭვდება საიდუმლოს არსებობაში,
- #56. მოგვიანებით შლი-პუ-ნი - მდედრი. ქალაქ შლი-პუ-კანის დამაარსებელი. ბელ-ო-კანის ფედერაციის მომავალი დედა-დედოფალი,
- #4000 - უსქესო მოხუცი მეომარი,
- #103683 - უსქესო მეომარი ბელ-ო-კანიდან,
- #801 - მამრი. შლი-პუ-ნის ვაჟი. ჩანერგილი ჯაშუში ბელ-ო-კანში.
ჭიანჭველების ქალაქები
რედაქტირება- ბელ-ო-კანი მთავარი ქალაქი. წითურა ჭიანჭველების ფედერაციის დედაქალაქი,
- ლა-შოლა-კანი ფედერაციის ყველაზე დასავლეთით მდებარე ქალაქი,
- ზუბი-ზუბი-კანი ფედერაციის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი,
- შლი-პუ-კანი ფედერაციის ყველაზე ახალგაზრდა, ზეტექნოლოგიური ქალაქი,
- ში-გაე-პუ წითური ჭიანჭველების მტერ ჯუჯა ჭიანჭველების ქალაქი ჩრდილო-დასავლეთით,
- გაეი-იოლო დროებითი სამხედრო ავანპოსტი.