ჭენია
ჭენია (ლათ. Cicindela) — მწერების გვარი ბზუალა ხოჭოების ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 1-2 სმ აღწევს. კაშკაშა ფერისაა, ხშირად ღია ლაქები აყრია. აქვთ დიდი თავი, დიდი, ამობურცული თვალები. ბინადრობენ ნიადაგის ზედაპირზე, მატლები — ნიადაგში ამოთხრილ ვერტიკალურ ხვრელებში. მატლი და ხოჭო აქტიური მტაცებლები არიან. ბევრი სახეობა ანადგურებს მავნე მწერებს, რითაც სარგებლობა მოაქვს. ხოჭო კარგად ფრენს, აქტიურია დღის საათებში. საქართველოში ცნობილია 12 სახეობა.
ჭენია | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Cicindela sexguttata | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Cicindela (Linnaeus, 1758) | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- რეკი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 390.