ჭაჭკარი
ჭაჭკარი — ისტორიული სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში ვარძიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის ნაპირებზე.
გადმოცემის მიხედვით, ჭაჭკარიდან ხდებოდა ვარძიის სამეურნეო მარაგის შევსება - კლდეში ნაკვეთ საწნახელებში დიდი რაოდენობის ღვინო იწურებოდა. სოფელში, გარდა დაზიანებული ტერასებისა და 50-მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელისა, შემორჩენილია ოთხსაუკუნოვანი ვაზიც[1]. აქვეა კლდეში გამოკვეთილი საცხოვრებელი დარბაზი და წმინდა გიორგის ეკლესია, ხალხური საცხოვრებლის ნიმუშები (მიწურ-ბანიანი სახლები, მესხური დარბაზები) და სხვ[2].
სოფელს 2016 წლის, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[3].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ასპინძაში სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია იწყება
- ↑ ქართული მეღვინეობის უძველეს „მესხურ ტერასებზე“ ვაზის გაშენება იწყება
- ↑ საქართველოს მთავრობის დადგენილება №478, 2016 წლის 27 ოქტომბერი, ქ. თბილისი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის „სოფელ ჭაჭკარისათვის“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ[მკვდარი ბმული]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: