ჭართალის კოშკები
ჭართალის კოშკები — კოშკები მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭართალის განაპირას. განეკუთვნებიან გვიანდელ შუა საუკუნეებს.
პირველი კოშკი
რედაქტირებაკოშკი მდებარეობს სოფლის დასავლეთით, 2 კილომეტრზე, შვინდიანთ ხევში, ტყიანი მთის ფერდობზე.
კოშკი გეგმით თითქმის კვადრატულია (6,5 X 6,2 მ), ზემოთკენ შევიწროებული. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვიშაქვითა და კირის დუღაბით. წყობით რიგების ჰორიზონტალურობა დაცულია. ძეგლი დაზიანებულია. შემორჩენილია სამი სართული. შესასვლელი პირველ სართულზეა, აღმოსავლეთიდან. შესასვლელს გადახურვა ჩამონგრეული აქვს და მისი ფორმა არ დგინდება. კოშკის სამივე სართულის კედლებში სწორკუთხა სარკმლები და სათოფურებია. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული (შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები). კოშკს ირგვლივ გალავანი ევლებოდა, რომლისგანაც ნაშთებიღაა შემორჩენილი.
მეორე კოშკი
რედაქტირებაკოშკი მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, ყორაანთ ხევში, დაბლობზე. კოშკი გეგმით ოთხკუთხაა (4,6 X 5,2 მ), შემორჩენილია დასავლეთ კედლის ნაწილი. დანარჩენი კედლები დანგრეულია და მცენარეულობითაა დაფარული. შენობა ნაგები ყოფილა მოზრდილი ზომის ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით.
მესამე კოშკი
რედაქტირებაკოშკი მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, ყორაანთ ხევში. კოშკი გეგმით ოვალურია, ნაგები ყოფილა ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. მთლიანად დანგრეულია. კოშკს ირგვლივ გალავანი ევლებოდა, რომლის ნაშთები აქა-იქღაა შემორჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიკაჩეიშვილი პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 162.