ჭარების სამების ნაეკლესიარი

ჭარების სამების ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭარების აღმოსავლეთით 7-8 კმ-ზე, ადგილი „მერია“.

ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით ქვების გროვას, რომლის გეგმა არ იკითხება, სამებას ეძახიან. ძნელია დადგენა რა სახის ეკლესია იდგა ამ ადგილას.

მოთეთრო ფერის ადგილობრივი ჯიშის კლდის ნამტვრევები მოიცავს დიდ ტერიტორიას. შესაძლებელია სწორედ ეს მასალა იყო გამოყენებული ეკლესიის მშენებლობისათვის.

ძეგლის დათარიღება გათხრა-გაწმენდის გარეშე არ ხერხდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 243