ჭაობი (საფრანგეთის ისტორია)

Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭაობი (მრავალმნიშვნელოვანი).

„ჭაობი“ (ფრანგ. Les Marais), „ველი“ (Les Plaine), საფრანგეთის რევოლუციის (1789-99) დროს იმ დეპუტატთა სახელწოდება, რომლებიც ეროვნულ კონვენტში უმრავლესობას წარმოადგენდნენ. სახელწოდება მიიღეს მუდმივად მერყევი პოლიტიკის გამო. თვითონ „ჭაობი“ არცერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას არ ეკუთვნოდა და უფრო გავლენიან დაჯგუფებას ემხრობოდა ხოლმე. „ჭაობის“ ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ ემანუელ სიეიესი, ანტუან ტიბოდო, პოლ ბარასი. „ჭაობი“ ჟირონდისტების მხარეზე იყო, შემდეგ იაკობინელებისა. 1794 წ. იაკობინელებს შორის მომხდარი განხეთქილების დროს ისინი რობესპიერს მიემხრნენ, თერმიდორული გადატრიალების დროს კი განუდგნენ მას.

ლიტერატურარედაქტირება

  • ქსე, ტ. 11, გვ. 384. თბ., 1987