ჭანჭყატისებრნი
ჭანჭყატისებრნი (ლათ. Celastraceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ფოთოლმცვივანი ან მარადმწვანე ხეები, ბუჩქები და ლიანებია. ყვავილები ორსქესიანი ან ერთსქესიანია; შეკრებილია მტევნისებრ ყვავილედებად. ნაყოფი კოლოფი, კენკრა ან კურკიანაა.
აერთიანებს 75-მდე გვარსა და 1150-მდე სახეობას. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი გვარი — ჭანჭყატი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლორია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 383.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: