ჭანჭური
ჭანჭური — საქართველოში ფართოდ გავრცელებული ხილის ადგილობრივი ჯიში. ჭანჭური საშუალი სიმაღლის ხეა. აქვს ძლიერგანტოტვილი, პირამიდული ვარჯი, მოწითალო ან მოყვითალო ფერის, გამოკვეთილყელიანი, მოგრძო ნაყოფი; ნაყოფის კანი თხელი და მკვრივია, რბილობი — მოყვითალო, წვნიანი, სპეციფიკური არომატი აქვს. დამწიფებას იწყებს აგვისტოს დასაწყისში. იყენებენ ნედლად ხილის სახით, ჩირად და ხილფაფად. ხე მსხმოიარობაში შედის მე-5—მე-6 წელს, მაღალმოსავლიანია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ახვლედიანი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 383.